კონტენტზე გადასვლა
პროექტებზე დაბრუნება
ფინტექ პლატფორმა — 2024ბლოგი

სასესხო პორტფელის ადმინ-პორტალი

სიცხადე, კონტროლი და სისწრაფე სასესხო პორტფელის მართვაში.

პლატფორმა ადმინისტრატორებსა და ანალიტიკოსებს აძლევს ინსტრუმენტებს რთული ფინანსური პორტფელების მომხმარებლების, წვდომის უფლებებისა და ეფექტიანობის მაჩვენებლების სამართავად. სისტემა უზრუნველყოფს გამჭვირვალე აუდიტს, მონაცემთა მეტ სიზუსტეს და ოპერაციების რეალურ დროში ხილვადობას.

სერვისები

ბექენდ დეველოპმენტიადმინისტრაციული ინტერფეისის არქიტექტურამონაცემთა ბაზის წარმადობის ოპტიმიზაციაღრუბლოვანი გაშვების ინჟინერია

ვადები

12-კვირიანი სტაჟირების პროექტი

Jonah Direct-ის ლოგო წარწერით Default Management

მოთხოვნების სისწრაფის ზრდა

+40%

მონაცემთა სიზუსტის ზრდა

+25%

დაყოვნების შემცირება

-20%

გამოწვევა

Jonah Direct დეფოლტში მყოფი სასესხო პორტფელების მართვის პლატფორმაა: გუნდები სესხებს იურიდიულ ფირმას გადასცემენ, შტატისა თუ საქმის მიხედვით ირჩევენ სასამართლო ან არასასამართლო პროცესს და დოკუმენტებსა და ეტაპებს ერთ სივრცეში აკონტროლებენ. ამიტომ პროდუქტისთვის წვდომის კონტროლი და მონაცემთა სიზუსტე უმნიშვნელოვანესია. ადმინისტრირების ძველი ინსტრუმენტები დაქსაქსული და არაეფექტიანი იყო, რის გამოც გუნდები ვერ აკონტროლებდნენ მომხმარებლების წვდომას და ვერ აუმჯობესებდნენ მონაცემებთან მუშაობის პროცესებს. მონაცემთა შეუსაბამობები და ნელი მოთხოვნები ეფექტიანობის ანალიზს აფერხებდა.

გადაწყვეტა

აიგო full-stack ადმინისტრაციული პორტალი: ინტერფეისი Refine React-ზე, ბექენდი კი GraphQL-ზე, Prisma-სა და Apollo Server-ზე. ადმინისტრატორები მომხმარებლებსა და წვდომის უფლებებს ერთ სისტემაში მართავენ, მომხმარებლების აქტივობის მონიტორინგი და მონაცემთა სიზუსტის შემოწმების ინსტრუმენტები კი შეუსაბამობების პოვნაში ეხმარებათ. Docker Compose-მა Cloud Run-ზე შეუფერხებელი გაშვება უზრუნველყო, მოთხოვნების ინდექსირებამ და ქეშირებამ კი რეაგირების სისწრაფე და სიზუსტე მნიშვნელოვნად გაზარდა. სამუშაო ასევე მოიცავდა წარმადობის ტესტირების ნაკრებსა და კონტეინერიზებული გაშვების ფაიფლაინს.

შედეგები

  • გაუმჯობესებული ინდექსირებისა და ქეშირების ფენებით მონაცემთა მოთხოვნები 40%-ით დაჩქარდა.
  • მომხმარებლების აქტივობის მონიტორინგის ინტეგრირებულმა ინსტრუმენტებმა მონაცემთა საიმედოობა 25%-ით გაზარდა.
  • ოპტიმიზებული შესრულების გეგმებით PostgreSQL-ის მოთხოვნების დაყოვნება 20%-ით შემცირდა.

ტექნოლოგიები

  • Refine React
  • GraphQL
  • Prisma
  • Apollo Server
  • PostgreSQL
  • Docker
  • Google Cloud Run
  • Jest

რა ჩავაბარეთ

  • მომხმარებლებისა და წვდომის უფლებების მართვის სისტემა
  • მონაცემთა სიზუსტის შემოწმების ინსტრუმენტები
  • წარმადობის ტესტირების ნაკრები
  • კონტეინერიზებული გაშვების ფაიფლაინი

წაიკითხეთ ასევე

Custom Software vs Off-the-Shelf: How to Decide

სტატია ინგლისურ ენაზე