მთავარ შინაარსზე გადასვლა

AI ჩატბოტი და AI აგენტი ბიზნესისთვის

Synapse Studio, თბილისი ქმნის AI სისტემებს ბიზნესისთვის: ონლაინ მაღაზიის ასისტენტს, რომელიც ქართულად, ინგლისურად და რუსულად პასუხობს; AI აგენტებს, რომლებიც მონაცემს მხოლოდ ადამიანის თანხმობის შემდეგ ცვლიან; და AI აგენტების გუნდებს, რომლებიც ბიზნესის ყოველდღიურ საქმეს უძღვებიან.

AI ასისტენტი ონლაინ მაღაზიისთვის — ქართულად, ინგლისურად და რუსულად

პოულობს პროდუქტს, ამოწმებს მარაგს ფილიალების მიხედვით, რუკაზე აჩვენებს ფილიალებს და სამუშაო საათებს, ამოწმებს შეკვეთის სტატუსს. მომხმარებელს შეუძლია ასისტენტს მისწეროს, ხმით მიმართოს ან პროდუქტის შეფუთვის ფოტო გაუგზავნოს. საიტზე ვიჯეტად ჩაჯდება.

AI აგენტების მართვადი პლატფორმა

აგენტები კომპანიის სისტემებს API-ების მეშვეობით უკავშირდებიან. ინფორმაციის წაკითხვა და პასუხი შეუძლიათ, მონაცემის ყოველი ცვლილება კი ჯერ მზადდება და დადასტურების სიაში ადამიანის თანხმობას ელოდება. სისტემა გამოყენებასა და ხარჯს აღრიცხავს.

AI აგენტების ინდივიდუალური სისტემები

AI აგენტების გუნდი, რომელიც ბიზნესის ნაწილს უძღვება: კვლევას, ტექსტების წერას, პროგრამის აწყობასა და გაშვებას, ანგარიშების მართვას. ყოველ აგენტს თავისი როლი და საზღვრები აქვს, ყოველი შეუქცევადი ნაბიჯი კი — ხარჯი, გამოქვეყნება, მოქმედ სისტემაში ცვლილება — მფლობელის თანხმობას ელოდება. Synapse Studio, თბილისი საკუთარ საქმესაც ასეთი გუნდით მართავს.

ასევე ვქმნით ხელსაწყოებს, რომლებითაც AI აგენტი ვიდეოს „კითხულობს“.

განვიხილოთ AI პროექტი